აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების კომისია

სამინისტროს 2016-2019 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა

14 მაისი, 2015

2015 წლის 7 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016-2019 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების საჯარო განხილვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელები, სამინისტროს დეპარტამენტებისა და განყოფილებების უფროსები,  უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

საჯარო შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა. დაინტერესებული მხარეების შენიშვნები და რეკომენდაციები საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში იქნება ასახული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

სოციალური ქსელები