აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამინისტროს შესახებ

28 მარტი, 2014

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას და შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე.

სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმების,  დევნილთა და განსახლების სფეროში ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო.

ხედვა
აჭარა-ჯანმრთელი და სოციალურად დაცული ოჯახებით.

მისია
მოსახლეობის სოციალურად დაუცველი კატეგორიებისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურებისადმი გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გახრდა; მომსახურების ეფექტიანობის ამაღლება; დასაქმების ხელშეწყობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები