აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

არქივის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

07 მარტი, 2014

მიმდინარე  წლის 7  მარტს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოში  ჩატარდა    არქივის  90  წლისთავისადმი, არქივისტის, დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონოსძიება.  

     ღონისძიებას  ესწრებოდნენ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისუმაღლესი საბჭოს და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. 

   არქივის დაარსების 90 წლისთვი, არქივისტის  პროფესიული დღე  და გაზაფხულის დღესასწაულები, არქივის თანამშრომლებს მიულოცეს საარქივო სამმართველოს უფროსმა  გურამ სალაძემ, უმაღლესი საბჭოს  თავჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა გია თავამაიშვილმა, საზღვარგარეთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამაზ ფუტკარაძემ, ცენტრალური არქივის სამსახურის უფროსმა  ელგუჯა გოგიბერიძემ  და სხვებმა.

     საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობის  მისაღებად მოწვეული  იყვნენ   აგრეთვე  ვეტერანი   არქივისტები:   ემელიანე  ნაკაშიძე, თალიკო შეყილაძე, სერგო ტაბაღუა, ნანა კუჭაშვილი,  ჟუჟუნა რომანაძე, გუგული იმედაიშვილი. გამორჩეული და  ასევე ვეტერანი არქივისტები დაჯილდოვდნენ  საარქივო სამმართველოს საპატიო სიგელებით, ხოლო ღონისძიებაში მონაწილე  ქალბატონებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

      საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში  მოეწყო  საარქივო  სამმართველოს  დაარსებასთან   დაკავშირებული  ფოტო და წერილობითი დოკუმენტების, არქივის სამეცნიერო  გამოცემების, არქივში დაცული  ძველი ხელნაწერების და კოლექციების, ასევე  არქივის ცხოვრების  ამსახველი და ძველი ბათუმის ფოტოების გამოფენა.

   დასასრულს  ნაჩვენები იქნა   სლაიდშოუ.



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

(+995) 422 22 48 15 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები