მინისტრი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ და გადამზიდავ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
21 სექტემბერი, 2023
ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ და გადამზიდავ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის და ხურმის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება.
შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს. მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, სეზონზე ამოქმედდება ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ძირითადი მიზანი იქნება მანდარინის ჩაბარების პროცესის მართვა, სამუშაო ჯგუფი, გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები, სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი თამარ ბერძენიშვილი.
იხილეთ გალერეა