შიდა სასოფლო და ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია
20 სექტემბერი, 2023
ხულოს მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია როგორც ადგილობრივი, ისე შიდა სასოფლო და ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია.
▪️ ხულო-უჩხოს მიმართულებით 5 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
▪️ პროექტის მიხედვით განხორციელდა არსებული ხიდის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა.
▪️ რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს სოფელ უჩხოს, ოქრუაშვილების, გუდასახოსა და კურცხალის მოსახლეობა.
▪️ ასევე დასკვნით ეტაპზეა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხულოს განყოფილების ახალი ოფისის მშენებლობა.
▪️ მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან მამუკა თურმანიძესთან, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
იხილეთ გალერეა