აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამელიორაციო სისტემების მართვა ხულოს მუნიციპალიტეტში

11 სექტემბერი, 2023

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) აიპ აგროსერვის ცენტრი „სამელიორაციო სისტემების მართვა“ პროგრამის ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს სარწყავი და დამშრობი არხების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მიმდინარე სარწყავი არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული დამშრობი, სარწყავი და შიდაქსელური არხების რეაბილიტაციას.

პროგრამის ფარგლებში სარწყავი არხის დაზიანებულ მონაკვეთებში მოეწყობა პოლიეთილენის და ფოლადის მილები. ჯამში 1600 გრძივი მეტრი. სარწყავი არხი სრულად გაიწმინდება ნალექებისა და ბუჩქნარისაგან. აღნიშნული არხის სრული სიგრძე 18 კილომეტრია.

სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი, რომელიც მოემსახურეება 50-მდე ოჯახს.

სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციის" ფარგლებში, 2023 წელს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ 29 სარწყავ და დამშრობ არხებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს, მინისტრის მოადგილეები, ხულოს მუნიციპალიტეტის და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

ბმულები