აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კენკროვანი კულტურა და შესანახი მაცივრები მაღალმთიან აჭარაში

08 სექტემბერი, 2023

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთში ჟოლოს ბაღი მოინახულა და კრეფის პროცესს დაესწრო.

ფერმერი წელს მოსავლის სახით 5 ტონამდე ჟოლოს ელოდება. მოწეული პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ხდება სუპერმარკეტების ქსელში.

ფერმერს ასევე აქვს 3,5 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,საოჯახო მეურნეობის განვითარების’’ ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდა.

მინისტრმა ასევე, სოფელ დიაკონიძეებში ლექსო სოლომონიძის ჟოლოს საოჯახო მეურნეობა დაათვალიერა და ფერმერთან ერთად კრეფაში მიიღო მონაწილეობა.

ჟოლოს კრეფის პროცესს მინისტრის მოადგილეები და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

ბმულები