დეგრადირებული ტყეების ბუნებრივი აღდგენა-განახლების სამუშაოები
07 სექტემბერი, 2023
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ბოძაურის მთაში იმყოფებოდა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, აჭარის სატყეო სააგენტოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული დეგრადირებული ტყეების ბუნებრივი აღდგენა-განახლების სამუშაოებს გაეცნო.
პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 60 ჰა - ფართობზე მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტერიტორიის შემოღობვასა და აჩიჩქნვას.
პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და ამ დროისათვის 1200 ჰა-ზე მეტი დეგრადირებული ფართობია აღდგენილი. პროგრამის მიზანია, ტყის დეგრადაციის შეჩერება, ბუნებრივი და ანთროპოგენული ზემოქმედებისაგან დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
ღონისძიებებს ასევე მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა