შეხვედრა სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან
07 სექტემბერი, 2023
ხულოს მუნიციპალიტეტში, სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე გარემოს დაცვისა და ბუნებრვი რესურსების სამმართველოს, სსიპ სატყეო სააგენტოს ქედის, შუახევისა და ხულოს თანამშრომლებს შეხვდა და სატყეო სააგენტოს საქმიანობაის ანგარიში მოისმინა.
შეხვედრისას მინისტრმა ისაუბრა, გამოყოფილი ტყეკაფების მისასვლელ სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების მოწყობაზე და ტყეკაფების გამოყოფის მდგომარეობაზე, ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობა მომზადებული უნდა შეხვდეს სეზონს, არ უნდა დარჩეს ოჯახები მოუმზადებელი.
შეხვედრას ასევე, მინისტრის მოადგილეები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა