აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა

24 აგვისტო, 2023

დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ტურისტული ნაკადებისა და სტატისტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა, როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე მაღალმთიან აჭარაში. 

,,საზღვაო ტურისტული სეზონის დასაწყისშივე, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ომის პარტიის და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფებისა, რომელთა მთავარი მიზანი იყო ყალბი და დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი ხალხის შემოსავლის გარეშე დატოვება, ეს წარუმატებელი აღმოჩნდა. ზღვისპირა ქალაქებში, ბათუმში, ქობულეთსა და მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად, იმ ამოცანების შესაბამისად, რომელიც დასახული ჰქონდა როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, ასევე მთავრობას. გასულ წელთან შედარებით, ტურისტული ნაკადები გაზრდილია 56%-ით, 2019 წელთან შედარებით კი, ზრდა შეადგენს 24 %-ს.

 ასევე, ჩვენთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მაღალმთიან აჭარას - 45 ახალი ტურისტული დანიშნულების ობიექტი შეემატა“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილია საერთაშორისო ფრენები. 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +9.7%-ით.

 აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს. სტატისტიკის თანახმად შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტლის მონაცემით +56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +24%-ით.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერებს და შესაბამის სამსახურებს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საორგანიზაციო ნაწილში შესაბამისი სამობილიზაციო ღონისძიების გატარებისკენ მოუწოდა.

 მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მასწავლებელთა წახალისებისა და სწავლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ახალი პროგრამების და ინიციატივების დანერგვასთან დაკავშირებით. ახალი ინიციატივის თანახმად გამოიყოფა 300 ათასი ლარი. პროგრამის მიზანია მასწავლებელთა წახალისება და სწავლების ეფექტიანობის გაზრდა.

ასევე, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების პროფესორ მასწავლებლების მსგავსად საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში და დაუფინანსდებათ პროექტებში მონაწილეობა.

 ,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელთა მხარდაჭერის კუთხით, შეიქმნას ცალკე ფონდი, რომლის საწყისი ოდენობა შეადგენს 300 ათას ლარს. იმედი მაქვს, ეს დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს საჯარო სკოლებში, ისარგებლებს 500 ლარიანი დანამატით. ასევე , მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების და ლექტორების გარდა, საჯარო სკოლების მასწავლებლებიც ისარგებლებენ და დაუფინანსდებათ სრულად საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მოტივაციის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში აისახება მომავალი თაობის განათლების ხარისხზე“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე, ახალი სკოლების მშენებლობა. 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი 25 მლნ. ლარიდან 33 მლნ. ლარამდე გაიზარდა. წელს განხორციელდება 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

მთავრობის სხდომაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს. აღინიშნა რომ ბათუმისთვის მნიშვნელოვანი პროგრამა - ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე'' აქტიურად მიმდინარეობს 10-ზე მეტ ლოკაციაზე. პროგრამის ფარგლებში ავარიულ სახლებში მცხოვრები 3000-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ახალი საცხოვრისით.

ასევე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წყალმომარაგების, წყალარინების სისტემების მოწყობა საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორებთან თანამშრომლობით, რომელთა დასრულებაც 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

ბმულები