ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
24 აგვისტო, 2023
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2023 წლისთვის ორივე მუნიციპლიტეტში სხვადასხვა მიმართულებაზე 35 კმ-მდე ბეტონის საფარის მოწყობაა დაგეგმილი.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე მოადგილესთან და სპეციალისტებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა