აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ბათუმმა თაფლის ფესტივალს უმასპინძლა

19 აგვისტო, 2023

19-20 აგვისტოს, ბათუმმა თაფლის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდნენ.

ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა აჭარის, როგორც მეფუტკრეობის დარგში წამყვანი რეგიონის წარმოჩენას, მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას.

თაფლის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 40-ზე მეტმა მეფუტკრემ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, წარმოადგინა. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია.

ფესტივალს ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები სტუმრობდნენ. აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში, არაერთი გასართობი ღონისძიებაც გაიმართა.

ბათუმში, თაფლის რიგით მეექვსე ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

ბმულები