აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

პირდაპირი ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით

25 ივლისი, 2023

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ქართული ავიაკომპანია Geosky იწყებს.
ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდმა ATR72-მა პირველი დაშვება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელა.
პირველი ხომალდის დაშვებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თინა ზოიძესთან ერთად დაესწრო. საჰაერო ხომალდის დათვალიერების შემდეგ მინისტრი ავიაკომპანიის გეგმებს გაეცნო.
28 ივლისიდან, 70 ადამიანზე გათვლილი სამგზავრო ხომალდი, რეგულარულ ფრენებს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, ყოველდღიურად შეასრულებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები