ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გზის სარეაბლიტაციო სამუშაოები სრულდება
14 ივლისი, 2023
მუხაესტატე-ჩაის ფაბრიკა-ტაკიძეები-გოხიძეების მიმართულებით საავტომობილო გზაზე, ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რეაბილიტერებული გზით 50-ზე მეტი ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილეებთან, სპეციალისტებთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა