აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბალკანეთის ტელეარხებზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ ვრცელი რეპორტაჟი გავა

27 აპრილი, 2023

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის შემდეგ სერბი ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ. გადამღებმა ჯგუფმა უკვე მოინახულა პეტრას ციხებათუმის ბოტანიკური ბაღი, კურორტი გოდერძი და  მთიანი აჭარა. ბათუმში ვიზიტისას ჟურნალისტებმა ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და შავ ზღვაში გაისეირნეს.

აჭარის და ზოგადად, საქართველოს შესახებ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი ბალკანეთის სატელევიზიო არხებზე "UNA", "K1", "Kitchen TV",“EkoTV", "insajder"  გავა და მას სერბეთის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინიას, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთისა და გერმანიის მილიონობით ტელემაყურებელი იხილავს. სატელევიზიო გადაცემა ქართულ კულტურას, სათავგადასავლო და ეკოტურიზმს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს დაეთმობა. მედიატური აჭარაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები