აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის სამზადისი დაიწყო

13 აპრილი, 2023

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან და სეზონის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო, რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე, განახლებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ტურისტული სეზონის მოლოდინებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ სექტორს რეგიონში ტურისტების მოზიდვის სტრატეგია, მიმდინარე ტურისტული პროექტები და  ბათუმში წელს დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებები გააცნო. მათ შორის ისეთი ტურისტული და სპორტული ღონისძიებები, როგორებიცაა  World Trawel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიება, ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ანსამბლეა, ფეხბურთის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი (18 წლამდელთა), ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება და სხვა. დღესვე, დაანონსდა ზაფხულის ფესტივალის გამართვის თარიღიც. ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე ფერად და საინტერესო ფესტივალს 3-4 ივნისს უმასპინძლებს და წელს ის  ორდღიანი იქნება.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა რეგიონში უპრეცედენტოა. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში  3.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. 2022 წელს შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხოეციელებული ვიზიტების რაოდენობა  აჭარის რეგიონში  3 909 094 ვიზიტს. 2022 წელს სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერტაშორისო აეროპორტში.  ასევე, გაზრდილია სასტუმროების და განთავსების ოებიექტების დატვირთულობის კოეფიციენტი. 2022 წლის განმავლობაში დატვირთულობა განთავსების ობიექტებში  2019 წლის  მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +15.5%-ით, ბრენდულ სასტუმროებში 22%-ით, ხოლო კერძო ბინებში დატვირთვა  2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს  36% -ით აღემატება.

საინტერესო ტურისტული პროდუქტებით ხვდება ტურისტულ სეზონს აჭარა, სადაც მოგზაურებს ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონინგი კაპნისთავსა და უჩხოში, სამთო ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და შუამთაზე,  ასევე 25-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტი ელოდებათ.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი   და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები