აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მეოთხე საცხოვრისი შშმ პირთა პროგრამას

22 მარტი, 2023

 ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამას მეოთხე საცხოვრისი შეემატა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, დღეს პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების, ბათუმის სამედიცინო ცენტრ - BMC-ის ექიმებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა კლინიკის მიერ სამინისტროს მიმდინარე პროგრამების შესრულების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, მედპერსონალთან ერთად განიხილა შესაძლო პროგრამული ცვლილებები და მათ სამომავლო ხედვებს გაეცნო.

,,მორიგი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ დღეს ბათუმის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელებთან და ექიმებთან. განვიხილეთ პროგრამების მიმიდნარეობა და მის ირგვლივ გამოვლენილი დადებითი და კიდევ უფრო გასაუმჯობესებელი ფაქტორები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სერვისი, რომელსაც სამინისტრო აწვდის ჩვენს მოქალაქეებს იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მოქნილი. როგორც დავაანონსეთ, წელს ფსიქიკური აშლილობის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამას მეოთხე საცხოვრისი შეემატა. პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 1 576 800 ლარამდე, ხოლო ბენეფიციართა რაოდენობა გახდა 96“ - აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

პროგრამის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური მხარდაჭერა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. პაციენტებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია უტარდებათ მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შედგენილი ინდივიდუალური ზრუნვის გეგმისშ ესაბამისად.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 18 წლის და მეტი ასაკის პირები, რომელთაც ფსიქიკური აშლილობის გამო დადგენილი აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არ აღენიშნებათ სოციალური და დამოუკიდებლი ცხოვრებისათვის საჭირო უნარჩვევების დეფიციტი და არ აქვთ შესაბამისი მხარდამჭერი გარემო. ბენეფიციარებს მიეწოდებათ მათზე მორგებული 24 საათიანი სხვადასხვა სახის სერვისი

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები