აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

24 მარტი, 2023

 ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი
 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

 თარიღი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველწლიურად აღინიშნება. სლოგანი „დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი“, ყურადღებას ამახვილებს რესურსების ინვესტიციაზე, ახალი რეკომენდაციების უფრო სწრაფად დანერგვასა და მულტისექტორულ თანამშრომლობაზე.

  უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ტუბერკულოზის მართვის სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყანამ 2015 წელთან შედარებით შეძლო ტუბერკულოზის ინციდენტობის 50%-ით შემცირება.

  ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, აჭარის რეგიონში აღინიშნება შემთხვევათა კლების ტენდენცია. 2019 წლიდან ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით დამატებით ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

 „C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ ინფექციის აქტიური გამოვლენა“ - რომლის ფარგლებში ყოველწლიურად, ბათუმისა და ქობულეთის ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ ხორციელდება 30 000-მდე პირის ინტეგრირებული სკრინინგი.

  პროექტი „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში“, ასევე მიმდინარეობს სამი დაავადების - C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენა მობილური ჯგუფის საშუალებით. ყოველწლიურად ტარდება დაახლოებით 3500-მდე სკრინინგი.

  გარდა აქტიური სკრინინგისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგები მკურნალობის პროცესის მეთვალყურეობას ახორციელებენ დიაგნოსტირებულ და მკურნალობაში ჩართულ TB პაციენტებზე.

  სახელმწიფო უზრუნველყოფს ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები