რესპუბლიკური საავადმყოფოს 120 წელი
24 მარტი, 2023
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 120 წლისაა
აჭარაში პირველი სამედიცინო დაწესებულება 120 წლის წინ დაარსდა. ბათუმის რესპუბლიკურმა კლინიკურმა საავადმყოფომ საიუბილეო თარიღი დღეს, საზეიმოდ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
საიუბილეო ღონისძიება სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა, რომელშიც მოანაწილეობდნენ საქართველოსა და თურქეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. მომხსენებლებმა ისაუბრეს რეგიონის ჯანდაცვის სფეროში რესპუბლიკური საავადმყოფოს წვლილზე, ქირურგიული სერვისების განვითარების ეტაპებზე და სხვა სამედიცინო მიღწევებზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ჯნამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
“რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ექიმს, მედდას, რომლსაც უმუშავია ამ დაწესებულებაში, ვულოცავ დღევანდელ დღეს. 120 წლის იუბილე მნიშვნელოვანია თარიღია როგორც კლინიკისთვის, ისე რეგიონის ჯანდაცვის სფეროსთვის. რესპუბლიკური საავადმყოფო ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს ბათუმისა და აჭარისათვის. თუკი გადავხედავთ ისტორიას, კლინიკის ყოველი შემდგომი გაფართოება და განვითარება დაკავშირებულია ომთან ან პანდემიასთან. ისტორიის ეს ერთგვარი გაგრძელება ჩვენს რეალობაშიც მოხდა, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ თავისი სიტყვა კიდევ ერთხელ, კოვიდ პანდემიის მართვის პროცესში და აქ დასქმებულმა ექიმებმა არაერთი ადამინის სიცოხლე გადაარჩინეს. მოხარული ვარ, რომ დაწესებულება საქმიანობას, ახალაშენებულ შენობაში, განახლებული ინფრასტრუქტურითა და სერვისებით აგრძელებს. საავადმყოფო თანდათან ძალას იკრებს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში იქნება მძლავრი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება აჭარაში”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
დღესვე, გარდაცვლილი ღვაწლმოსილი ექიმების სახელების უკვდავსაყოფად, რესპუბლიკური საავადმყოფოს სკვერში მონუმენტი და ღვაწლმოსილი ქირურგის, მედიცინის დოქტორის, აკაკი ბერიძის ვარსკლავი გახსნა. პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ისტორიული ფოტოები.
ცერემონიალს საქართველოს ოპკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, უმაღლესი საბჭოსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა