აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

საყოველთაო ჯანდაცვის 10 წლის იუბილე

28 მარტი, 2023

 საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიმართა.

  მინისტრის განცხადებით, პროგრამას მუდმივად მზარდი ბიუჯეტი აქვს და 2023 წლისთვის, მისი მოცულობა 880 მილიონი ლარით განისაზღვრა. ჯანდაცვის პროგრამების, 2023 წლის მთლიანი ბიუჯეტი კი – 1 450 მილიონ ლარზე მეტია. ისაუბრა სამედიცინო სერვისის ხარისხისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზეც.

  აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შედეგად, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა, C ჰეპატიტის გავრცელება - 67%-ით. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მიმდინარე წელს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას B ჰეპატიტის კომპონენტი დაემატოს.

  ღონისძიება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ესწრებოდა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, პანელური დისკუსიები გაიმართა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები