აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა

27 მარტი, 2023

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ვაშინგტონისა და თბილისის ოფისის წარმომადგენლებს, აშშ-ის აიდაჰოსა და მისისიპის უნივერსიტეტების პროფესორებს, მეთევზეობის სპეციალისტებს და „მომავლის ფერმერის” გუნდის წევრებს შეხვდა.

ვიზიტის მიზანია, გაუმჯობესდეს აგრარული განათლებისა და ექსტენციის ინსტიტუციონალური კოორდინაცია, აჭარის რეგიონის მეთევზე/მეკალმახე ფერმერებისათვის, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება თევზის კვებისა და ჯანმრთელობაზე. ზემოთ აღნიშნულის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები იგეგმება ქობულეთისა და ქედას მუნიციპალიტეტებში მეთევზე ფერმერებთან. პროექტის განმახორციელებელია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ადგილობრივი პარტნიორი „მომავლის ფერმერი“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები