აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენა

24 მარტი, 2023

ბათუმი წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენას - “Batumi Book & Higher Education 2023” მასპინძლობს.
დღეს, გამოფენის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

გამოფენის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამები.   გამოფენაში მონაწილეობს რეგიონში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება.

გამოფენა  კომპანია “Expo Batumi”-ის ორგანიზებით იმართება და ის ბათუმის სპორტის სასახლეში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები