აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სკოლის ბიბლიოთეკების პროექტების დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა

24 მარტი, 2023

სასკოლო ბიბლიოთეკების და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო სკოლის ბიბლიოთეკების პროექტების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს.
“სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების“ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს.
საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოს სკოლის დირექციამ. საკონკურსო განაცხადის ავტორი/თანაავტორი უნდა იყოს სკოლის ბიბლიოთეკარი/პასუხისმგებელი პირი.
ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2 500 ლარს. საჯარო სკოლებს ინიციატივების წარმოდგენა შეუძლიათ შესაბამისი მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებში 2023 წლის 24 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები