აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მთავრობამ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობით ტყის მდგრადი მართვის პროექტი დაიწყო

23 მარტი, 2023

აჭარის მთავრობამ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KFW) თანამშრომლობით ტყის მდგრადი მართვის პროექტი დაიწყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW), გერმანიის ჰესენის მიწის სატყეო სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს.

ახალი პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ KfW-ს მეშვეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს აჭარის სატყეო სააგენტოს მხარდაჭერას და ტყით მდგრადი სარგებლობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. პროექტის ბიუჯეტი 7,5 მლნ ევროს შეადგენს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. გერმანიის დელეგაციის მხრიდან, გამოითქვა მზადყოფნა აჭარაში სამომავლო პროექტების მხარდაჭერის შესახებ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები