აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში ისწავლიან

17 მარტი, 2023


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და 2023 წელს განათლების მიმართულებით სტუდენტების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამები გააცნო.

20 სტუდენტი გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში სწავლას საზღვაო ტრანსპორტის, საზღვაო მეცნიერებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით გაიღრმავებს. ასევე, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გაიარონ პრაქტიკული კურსი გემის მართვის, ნავიგაციური ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების კუთხით.

2023 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებით 400სტუდენტს დაუფინანსდება  საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 2023 წელს იწყება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. სტუდენტური საცხოვრებლით აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის 1000 სტუდენტი ისარგებლებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები