აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

თორნიკე რიჟვაძემ ITB Berlin-ის გამოფენის ფარგლებში სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონი გახსნა

04 მარტი, 2023

თორნიკე რიჟვაძემ ITB Berlin-ის გამოფენის ფარგლებში სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონი გახსნა და საერთაშორისო საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ITB Berlin-ის გამოფენის ფარგლებში სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონი გახსნა და საერთაშორისო საზოგადოებას სიტყვით მიმართა
თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო საზოგადოებას სიტყვით მიმართა და  საქართველოს, აჭარის ტურისტული და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. სიტყვით გამოსვლისას, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ტურიზმის მზარდ დინამიკაზე როგორც აჭარაში, ასევე საქართველოში და აღნიშნა, რომ ITB Berlin-ი საუკეთესო პლატფორმაა საქართველოსთვის წარმოაჩინოს თავისი თვითმყოფადობა და უნიკალურობა. მან ხაზი გაუსვა გასული წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და პანდემიის შემდეგ, ტურიზმის აღდგენის დინამიკას. მისი თქმით, 2023 წლის მოლოდინები კიდევ უფრო ამბიციური და პოზიტიურია, როგორც ტურისტული ნაკადების, ასევე ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით.

ITB Berlin 2023 ქართული გალა-კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა. ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებაზე საქართველო, მსოფლიოს 180 ქვეყნიდან სტუმრებს აცნობს  ჩვენს კულტურას, ტურისტულ პოტენციალს.

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარმოდგენილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები