აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრებს დედის დღე მიულოცა

03 მარტი, 2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრებს დედის დღე მიულოცა.

აგვისტოს ომის გმირი ამირან შაინიძე  ერგნეთთან ჩამოგდებულ ჭურვს ემსხვერპლა. მას მიღებული აქვს მედალი მხედრული მამაცობისთვის. ამირან შაინიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

მთავრობის წევრებმა დედის დღე მიულოცეს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, რომან ზოიძის დედასა და მეუღლეს.  კაპრალი გმირულად დაიღუპა შინდისის მისადგომებთან. რომან ზოიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-III ხარისხის ორდენით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დედის დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებისა და 2012 წელს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებსა და მეუღლეებს 1 000 ლარს გადასცემს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული დახმარება მომავალი წლიდან გაორმაგდება. ოჯახები აგვისტოს თვეშიც მიიღებენ დახმარებას 3 000 ლარის ოდენობით.

ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მთავრობის მეთაურთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე სტუმრობდნენ. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები