აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს

25 თებერვალი, 2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

,,დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირ იუნკრებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის. ისინი არიან ნამდვილი მაგალითი გმირობის, პატრიოტიზმის. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი თაობა აღიზრდება მათი გმირობის, სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითზე” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იუნკერთა მემორიალი ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულო წევრებმა, საქართველოს და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები