აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

აჭარის მთავრობის სხდომა

21 მარტი, 2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე რეგიონში არსებულ მზარდ ეკონომიკური ტენდენციებზე ისაუბრა. 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 116.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37%-ით აღემატება.

,,ბიზნეს საქმიანობის  დადებითი ტენდენცია განპირობებულია იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს. ეს არის განმაპირობებელი იმ ნდობის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
 
ბიზნეს სექტორის 2022 წლის IV-ე კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ბრუნვა გაზრდილია 20%-ით, გამოშვება - 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით.

2023 წელს ბათუმი არაერთი მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიების მასპინძელი იქნება. 26 მარტს, ბათუმში, საზეიმო ვითარებაში 21 წლამდელთა  ევროპის ჩემპიონატის თასი შემოვა. ასევე, ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვან მატჩებს. თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა უწყებებს, ქალაქის თვითმმართველობებს, ყველა კერძო და საჯარო ორგანიზაციას, რომ მაქსიმალურად მოემზადონ აღნიშნული ღონისძიებებისთვის.

აჭარაში მზარდია ტურიზმის აღდგენის დინამიკა. რეგიონში, გასულ წელს დაფიქსირდა 3,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი. გრძელდება როგორც ქალაქის, ასევე, მთლიანად რეგიონის საერთაშორისო პოზიციონირება ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე როგორიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტული გამოფენები.
 
ყოველწლიურად იზრდება განათლების ბიუჯეტი, რაც აისახება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ისე ახალგაზრდებისთვის სწავლების დაფინანსებაზე.  2023 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით 400 სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უცხოეთში ახალგაზრდების განათლებისა და სტაჟირების დაფინანსება გაორმაგდება. 

აჭარაში მიწის უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა გრძელდება. მარტის ბოლოდან დაიწყება მიწის სამუშაოები და  უსასყიდლოდ დამუშავდება  2200 ჰა სახნავ-სათესი ფართობი.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატება უსურვა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები