აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

22 მარტი, 2023


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იწყება აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, საჯარო და კერძო სკოლების და კულტურის ცენტრების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა წარიმართება ეტაპობრივად.
პირველი ეტაპი ჩატარდება:
ქალაქი ბათუმი - 22 აპრილი, სსიპ აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანის“ საკონცერტო დარბაზი;
ხულოს მუნიციპალიტეტი - 25 აპრილი, სსიპ ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 27 აპრილი, სოფელ ციხისძირის კულტურის სახლი;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 2 მაისი, ხელვაჩაურის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი;
ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტები - 3 მაისი, ქედის კულტურის ცენტრი. 

მეორე  ეტაპი ჩატარდება 2023 წლის  8 მაისს   სსიპ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. 

მესამე ეტაპი გამარჯვებული ანსამბლების გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2023 წლის 6 ივნისს სსიპ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

განაცხადები მიიღება 2023 წლის 24 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - adjaraolimpiada@gmail.com ან კულტურის დეპარტამენტში /განაცხადის ფორმა, კონკურსის პირობები იხილეთ www.moecs.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 422 24 53 82;  577 30 40 95
მისამართი: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები