აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა
21 მარტი, 2023
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განათლებისა და სპორტის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.
როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2023 წელს ბათუმი არაერთი მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიების მასპინძელი იქნება. 26 მარტს, ბათუმში, საზეიმო ვითარებაში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თასი შემოვა. ასევე, ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვან მატჩებს. თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა უწყებებს, ქალაქის თვითმმართველობებს, ყველა კერძო და საჯარო ორგანიზაციას, რომ მაქსიმალურად მოემზადონ აღნიშნული ღონისძიებებისთვის.
ყოველწლიურად იზრდება განათლების ბიუჯეტი, რაც აისახება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ისე ახალგაზრდებისთვის სწავლების დაფინანსებაზე. 2023 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით 400 სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უცხოეთში ახალგაზრდების განათლებისა და სტაჟირების დაფინანსება გაორმაგდება.
იხილეთ გალერეა