აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი, 2023

  ჩვენთან ერთად, არა ჩვენთვის
  21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

  დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის ტრისომიით (ანომალია) გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა. 2011 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

  წლევანდელი მსოფლიო გზავნილია „ჩვენთან ერთად, არა ჩვენთვის“.

  აღნიშნული დიაგნოზის მქონე პირები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური პროგრამების მოსარგებლეები არიან.

 2023 წელს გაიზარდა რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება, ბენეფიციარებისა და პროგრამებით გათვალიწინებული სეანსების რაოდენობა.

  მიმდინარე წელს ბავშვთა სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება 4 152 200 ლარს შეადგენს. სამინისტროს პროგრამებით ისარგებლებს 2000-ზე მეტი ბავშვი. დაფინანსდება 15 900 სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის კურსი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები