აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში - BAU“ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა

15 მარტი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, ,,ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში - BAU“ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა.

 შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროგრამების ირგვლივ ახალი იდეებისა და საჭიროებების გამოვლენა.

,, პერმანენტულად ვმართავთ მიზნობრივ შეხვედრებს სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან, მოქალაქეებთან, საზოგადოების წევრებთან, რათა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყველა პროგრამა იყო პაციენტის საჭიროებებზე მორგებული, ვინაიდან ერთგვარი ინდიკატორი სწორედ პროგრამით მოსარგებლის კმაყოფილებაა. დღეს, შეხვედრა გავმართეთ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად განვიხილეთ გასული წლის თანამშრომლობა, გავაცანით მიმდინარე პროგრამები და მოვისმინეთ თუ რა შესაძლო ცვლილებები შეიძლება განახორციელოს სამინისტრომ კონკრეტულ სერვისებში“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

 შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაწეული წვლილისათვის, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის დერმატოვენეროლოგი, ექიმი როსტომ ცინცაძე დააჯილდოვა. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები