ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა
15 მარტი, 2023
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, მოადგილეებთან ერთად, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ედიტე მედნესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა ინფორმაცია გაცვალეს საქართველოსა და ლატვიაში არსებულ ჯანდაცვის სახელმწიფო სერვისებზე, რეგიონში მიმდინარე პროგრამებზე, ასევე განიხილეს ამ მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
იხილეთ გალერეა