მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა
14 მარტი, 2023
ჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მოადგილესთან უჩა სურმანიძესთან ერთად, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტე მედნეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთანმშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
იხილეთ გალერეა