ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
14 მარტი, 2023
2023 წლის 24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს ორგანიზებით ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა - “BATUMI BOOK & HIGHER EDUCATION 2023”გაიმართება.
”BATUMI BOOK & HIGHER EDUCATION 2023 “-ის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ. გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამები.
“BATUMI BOOK & HIGHER EDUCATION 2023" მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება. გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებო დაწესებულებები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.
იხილეთ გალერეა