აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარაში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

14 მარტი, 2023

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ვაშინგტონისა და თბილისის ოფისის წარმომადგენლებს, განათლების საერთაშორისო სპეციალისტებს, აშშ-ის ცენტრალური სახელმწიფო უნივერსიტეტის Prairie View A&M University - ექსპერტებს და „მომავლის ფერმერის” გუნდის წევრებს შეხვდა.

მინისტრმა სტუმრებს სამინისტროს მიმდინარე პროგრამები და ექსტენციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები გააცნო.

ვიზიტის მიზანია აჭარის რეგიონისათვის საპილოტე ექსტენციის მოდელის შემუშავების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ადგილობრივ მხარეებთან შეხვედრების გამართვა და მომდევნო წლების აქტივობებზე ინტენსიური მუშაობა.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელიც პროგრამის საკვანძო რგოლია. ასევე იგეგმება შეხვედრები სტუდენტებთან და ახალგაზრდა ფერმერებთან. რაც სამომავლოდ ახალგაზრდების სოფლის მეურნეობაში ჩართულობას და დარგის პოპულარიზაციასაც უზრუნველყოფს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები