აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას

11 მარტი, 2023

ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზებზე განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მეწყერმა დააზიანა გზები და საცხოვრებელი სახლები. აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენას. მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით მოსახლეობა უსაფრთხო საცხოვრისშია გადაყვანილი.

საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში რამდენიმე მიმართულებით. შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების შემდეგ დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების ცხმორისი-ახო-ჩეტკიძეების და ზამლეთი-წიახი-ნიგაზეულის საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოებიც. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა შემოვლითი გზებით სარგებლობს.

გადადგილება უკვე შესაძლებელია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე. სამუშაო პროცესში ჩართულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. მეწყერის სიდიდისა და მასშტაბიდან გამომდინარე, პერიოდულად ხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროგამოშვებით ხდება ავტონაკადის გატარება.

მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გზების დეპარტამენტის უფროსი მუნიცილიტეტის მერებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები