აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

01 მარტი, 2023


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა.

საგრანტო  კონკურსში  მონაწილეობის  უფლება  აქვს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ორი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს;

პირს,  რომელიც  ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა ან ნორვეგიის უნივერსიტეტში;

მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;

მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;

პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე.

2023 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით ერთი სემესტრის სწავლის ხარჯების დაფინანსების მიზნით.


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=2554&gid=6&ppid=12#.Y_70h3ZBzIU

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები