აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

28 თებერვალი, 2023

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე ახალგაზრდობის სფეროში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხედვებისა და პროექტების მუნიციპალიტეტებისთვის წარდგენის მიზნით, აჭარის რეგიონს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი,
კომიტეტის წევრი, ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი - გივი მიქანაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი სტუმრობდნენ.
2023 წელს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ახალგაზრდული პოლიტიკის ინსტიტუციური გაძლიერება, ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერება, აგრეთვე მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს. აღნიშნული შეხვედრაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის კომუნიკაციასა და თანამშრომლობის ხელშეწყობას ემსახურება.
შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკანონმდებლო
ხელისუფლების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები