აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

აჭარის მთავრობა 3 მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაციას იწყებს

21 თებერვალი, 2023


აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია დააანონსა.

უახლოეს პერიოდში, აჭარაში ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, ბათუმის N1 პოლიკლინიკასა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრს ახალი შენობები ექნებათ.

ბათუმის N1 პოლიკლინიკის შენობა ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. აღნიშნული შენობის რეაბილიტაციით გაუმჯობესდება 50 000-ზე მეტი პაციენტის სამედიცინო მომსახურება და მოსახლეობა ერთ სივრცეში შეძლებს ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონალური მომსახურების მიღებას.

ამავე შენობაში, თანამედროვე/განახლებულ სივრცეში განთავსდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ შენობაში გადასვლით გაუმჯობესდება დაწესებულებაში დასაქმებული 160 ადამიანის სამუშაო პირობები.

ასევე, ტუბერკულოზის ამჟამინდელი შენობა ათეული წლების წინ არის აგებული და ვერ აკმაყოფილებს სრულყოფილი სერვისების მიწოდებისთვის საჭირო სტანდარტებს. ტუბერკულოზის ცენტრის ინფექციური საავადმყოფოს შენობაში გადასვლით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პაციენტების მომსახურების ხარისხი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები