სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების კონკურსი გამოცხადდა
07 თებერვალი, 2023
სკოლებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბების მიზნით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების“ კონკურსს აცხადებს.
„სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების“ ფარგლებში სამინისტრო დააფინანსებს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო/შემეცნებითი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს.
საჯარო და კერძო სკოლებს ინიციატივების წარმოდგენა შეუძლიათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრებში 2023 წლის 6 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით.
იხილეთ დებულება, სააპლიკაციო ფორმა
იხილეთ გალერეა