აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ზრუნვა ახალგაზრდობის ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და არსებული სერვისები აჭარის რეგიონში

01 თებერვალი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ და ა/ო „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ორგანიზებულ შეხვედრა-დისკუსიას დაესწრო თემაზე: ზრუნვა ახალგაზრდობის ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და არსებული სერვისები აჭარის რეგიონში.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - “სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)”, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების უსაფრთხოებისა და აღდგენისუნარიანობის ხელშეწყობას ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიისა და საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.

სპეციალისტებმა ასევე ისაუბრეს ფსიქოაქტიური საშუალებების გამოყენების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმებისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მიდგომების შესახებ

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები