აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა

01 თებერვალი, 2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა შავაძე ესწრებოდა.

სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა. საბჭომ საქართველოს დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის დოკუმენტი დაამტკიცა.

აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, როგორც საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩარჩო დოკუმენტი და მიზნად ისახავს 2050 წლამდე ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარებისთვის საჭირო ხედვისა და პრინციპების ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ პარიზის შეთანხმებამ (2015 წლის დეკემბერი) სათავე დაუდო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წევრი ქვეყნების მიერ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.

კონცეფცია სრულ თანხვედრაშია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასთან, პარიზის შეთანხმებასთან, კლიმატის ნაწილში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს ხედვას სათბურის გაზების ეროვნული ემისიების შემცირებისა და შთანთქმის გაძლიერების კუთხით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილების საბჭოს მანდატი, კლიმატის ფინანსების სამუშაო ჯგუფის ტექნიკური დავალების პროექტი, კლიმატის ტექნოლოგიების საკოორდინაციო ჯგუფის ტექნიკური დავალების პროექტი, კლიმატის ფინანსების სამუშაო და ტექნოლოგიების საკოორდინაციო ჯგუფების შექმნის საკითხი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კლიმატის ცვლილების საბჭო 2020 წლის 23 იანვარს შეიქმნა, რომელიც საბჭოსგან, საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფებისგან შედგება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები