აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროს პროგრამების განხილვა ხელვაჩაურსა და ქედაში

31 იანვარი, 2023

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წელს დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები ქედისა და ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერებს, საკრებულოს თანამშრომლებს და ამაგების წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააცნო.

როგორც ზაზა შავაძემ აღნიშნა-„პროგრამების პრიორიტეტები ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, მემცენარეობის და მეცხოველეობის ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე. შესაძლებლი იქნება გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება“.

მიმდინარე წლის ბიუჯეტი 8 645 600 ლარით გაიზარდა და 29 530 950 ლარით განისაზღვრა. 2023 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 15 პროგრამას და 14 ქვეპროგრამას განახორციელებს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები