,,სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში” პროექტის შეჯამება
27 იანვარი, 2023
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე“ სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში” პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს სამ ქალაქში, მათ შორის ბათუმში ბოლო ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციების "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” მიერ ხორციელდებოდა.
“მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის განმახორციელებლებს შეზღუდული სტატუსის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირებისა და ახალი ინიციატივებისათვის. სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს აღნიშნულ ორგანიზაციებთან და ერთობლივი თანამშრომლობით დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა თუ პროექტი ამოქმედებულა. მზად ვართ უფრო მეტი მხარდაჭერით გავაგრძელოთ მათთან ურთიერთობა ” - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
პროექტი "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში” ევროკავშირის მხარდაჭერით, ხორციელდებოდა რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებას და დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ახალი პროექტის, სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” პრეზენტაცია, რომელიც 2023-2025 წლებში შესრულდება.
იხილეთ გალერეა