სამინისტროს 2023 წლის პროგრამების პრეზენტაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში
27 იანვარი, 2023
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ სამინისტროს 2023 წელს დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს გააცნო.
მინისტრის განცხადებით: მიმდინარე წლის ბიუჯეტი 8 645 600 ლარით გაიზარდა და 29 530 950 ლარით განისაზღვრა. ,,ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტბში, რათა ფერმერებს გაუჩინოთ მოტივაცია ჩაერთონ სამინისტროს პროექტებში, გაზარდონ წარმოება და მიიღონ მეტი შემოსავალი. პროგამების მიზანია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2023 წელს განახორციელებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ორ ღონისძიებას, სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, რისთვისაც სამინისტრო დახარჯავს 4 904 500 ლარს.
მინისტრის განაცხადებით, გაგრძელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება. რომლის დაფინანსება შეადგენს 1 505 510 ლარს, გაგრძელდება „მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა’’ და ბიუჯეტიდან დაფინანსდება 750 000 ლარით.
სამინისტროს საქმიანობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, გარემოს შენარჩუნება და ტყის მდგარდი მართვა. 2023 წელს დაფინანსდება 13 545 172 ლარით.
განხორციელდება 20 სტუდენტის და კურსდამთავრებულის ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის დაფინანსება იქნება 139 120 ლარი. ასევე გაგრძელდება აგრარული ექსტენციის მიწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სხვდასხვა დარგების მიმართულებებით, ფერმერებსა და აგრომეწარმეებს საველე პირობებში გაეწევათ სწავლება-კონსულტირება, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 199 600 ლარით.
გაძლიერდება ლაბორატორიული კლევითი მომსახურება და სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზნებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) წარმოება, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 705 366 ლარს.
ქობულეთში გამართულ შეხვედრას, მინისტრის პირველი მოდგილე არჩილ ბერიძე, პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლები და ამაგების წევრები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა