აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო
26 იანვარი, 2023
აჭარის ტურისტული
პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე
დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა მსოფლიოში
უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე Fitur 2023 მადრიდში
და ჩრდილოეთ ევროპის უმნიშველოვანეს გამოფენაზე Matka
2023 ჰელსინკში.
დეპარტამენტის
წარმომადგენლებმა 25-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს მადრიდის გამოფენის ფარგლებში,
სადაც საერთაშორისო მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან სამომავლო
თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე
130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანია იყო წარდგენილი და 100 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა. რაც
შეეხება, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას, "Matka
2023”-ზე ბათუმის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია.
აჭარის ტურიზმის
დეპარტამენტი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა
და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. წლის
განმავლობაში, რეგიონის პოპულარიზაცია 20-ზე მეტ საერაშორისო გამოფენასა თუ
ღონისზიებაზე იგეგმება.
იხილეთ გალერეა