აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე მიხეილ კოპლატაძე დაინიშნა

20 იანვარი, 2023

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე მიხეილ კოპლატაძე დაინიშნა. ახალი მოადგილე, რომელიც წლების განმავლობაში უწყებაში საერთაშორისო სტიმულირების სამსახურს უძღვებოდა დეპარტამენტის თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

მიხეილ კოპლატაძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. აქედან, ბოლო 10 წელია ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა. 2018 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურს, მანამდე კი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურში მუშაობდა.

მიხეილ კოპლატაძე 2011-2012 წლებში სწავლობდა ბულგარეთში ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი და მაგისტრია. მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში. გავლილი აქვს კურსები და ტრენინგები ევროპაში. მას ასევე აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობის გამოცდილება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია 2022 წლის ივლისიდან  დღემდე ვაკანტური იყო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები