სახსრების ენდოპროთეზირება - 2023 წელი
01 იანვარი, 2023
აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
გ ა ნ ც ხ ა დ ე
ბ ა
სახსრების ენდოპროტეზირების ქვეპროგრამის შესრულებაში
მონაწილეობის
მსურველ პირთათვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119)
აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:
1. ,,აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა
,,სახსრების ენდოპროტეზირება".
2. სახსრების
ენდოპროტეზირების ქვეპროგრამის
მიზანია მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის სახსრების
ენდოპროტეზირების (გადაუდებელი ან დაზიანებული სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით)
ჩატარებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ქვეპროგრამით
განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება სამედიცინო
ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი
არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მომსახურების მიმწოდებლებს შორის.
3. მომსახურების გაწევის ვადაა 2023
წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სარგებლობის უფლება ენიჭებათ
2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობითა და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება:
- ბენეფიციარებისათვის
(რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული
აქვთ
70 000 დან 100 000-მდე სარეინტეგო ქულა
ფაქტიური ხარჯის 100%-ით (არაუმეტეს
7000 ლარისა);
- ბენეფიციარებისათვის
(რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული
აქვთ
100 001–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები,
ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი
(18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი ან/და ნაშვილები) ოჯახის წევრები) - ფაქტიური ხარჯის 90% - ით,
- სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის 80%–ით,
- წლიური 40 000 ლარზე
ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პაციენტებს აღნიშნული
სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებასთ 50%-ით, ღირებულების დარჩენილი ნაწილი
დაიფარება პაციენტის
მიერ.
6. სახსრების
ენდოპროტეზირების ქვეპროგრამის განხორციელებაში
მონაწილეობის მსურველმა პირებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი,
აკად. მ. კომახიძის ქ. №119,
მეორე სართული, ოთახი №9.
7. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
ა) წერილობითი განაცხადი სახსრების ენდოპროტეზირების ქვეპროგრამაში
მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;
ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები
(მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო
რეკვიზიტები);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული
სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სახსრების ენდოპროტეზირების ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების და
შესრულების წესის შესახებ
სრული ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.molhs.gov.ge.
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ
მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ.
№119, მეორე სართული, ოთახი №9. ტელეფონი: 0422
24-79-62.